გორის რაიონის სოფელ სობისის მცხოვრებლებმა აქცია გამართეს მთავრობის ადმინისტრაციასთან. ისინი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ანაზღაურებს ითხოვდნენ.
მათი განცხადებით, რამდენიმე დღის წინ ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად მოსავლის დიდი ნაწილი გაუნადგურდათ. აქციის მონაწილეებს სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ და დაზარალებულებს დახმარებას დაპირდნენ.
დანაპირების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსახლეობა აქციების პერმანენტულად გამართვას გეგმავს.