ალექსეევკას დასახლებაში, თვითმმართველობის ბალანსზე არსებულ შენობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველები ფართების დაკანონებას ითხოვენ. აქ 30-ზე მეტი ოჯახია შესული.
მათი თქმით, გაუსაძლის პირობებში უწევთ ცხოვრება, თუმცა ამის მიუხედავად, სხვაგან წასასვლელი არ აქვთ. მათ პრობლემებს ნაციონალური მოძრაობის წევრები გაეცნენ.