ზუგდიდში, "საქართველოს ბანკის" ერთ-ერთ ფილიალში, სადაც უკვე რამდენიმე საათია სპეცოპერაცია მიმდინარეობს, სავარაუდოდ კიდევ ერთმა მძევალმა, შუახნის ქალმა შეძლო შენობის დატოვება. ქალი სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს.
ზუგდიდში იმყოფება შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, რომელიც უშუალოდ არის ჩართული საპოლიციო მოქმედებებში.