20 ნოემბერი 2024,   22:24
ვრცლად
ქალთა მოძრაობა და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ქალებსა და ბავშვებზე ძალადობის წინააღმდეგ

ბავშვებზე ძალადობა და ნაადრევი ქორწინება-ამ საკითხებზე გამართეს დღეს ერთობლივი პრესკონფერენცია "ქალთა მოძრაობისა" და "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" წარმომადგენლებმა.

მათი განცხადებით, "ქალთა მოძრაობა" გეგმავს გააქტიურდეს რათა შეწყდეს ძალადობა ქალებზე, ბავშვებზე და ასევე ისეთ რისკჯგუფებზე, როგორიცაა რელიგიური და ეთნიკური უმცირესობები.

არასამთავრობოებმა სახელმწიფოს აუცილებელ ჩართულობაზეც ისაუბრეს და მოუწოდეს ხელისუფლებას გაატარონ პრევენციული ღონისძიებები ბავშვებზე და ქალებზე ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმა განმარტა, რომ სახელმწიფომ აღიარა პრობლემის არსებობა და მოახდინა იძულებით ქორწინების კრიმინალიზაცია, თუმცა მისი თქმით, მას არ გააჩნია არანაირი სტრატეგია როგორ უნდა უზრუნველყოს მიღებული საკანონმდებლო ნორმის პრაქტიკაში რეალიზაცია.

 

დღის ამბები