20 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
აღმოსავლეთ საქართველოში ძლიერ წვიმას, ქარს და სეტყვას ვარაუდობენ

აღმოსავლეთ საქართველოში ამინდის გაუარესებაა მოსალოდნელი.

დღეს საღამოდან 8 ივნისამდე თბილისში და აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის ყველა რაიონში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, ქარი და სეტყვა ზოგან ელჭექით. 

სინოპტიკოსების პროგნოზით სეტყვა კახეთსა და შიდა ქართლშია მოსალოდნელი.

რაც შეეხება ყაზბეგს, სინოპტიკოსები ამბობენ, რომ რეგიონში უხვი ნალექია მოსალოდნელი ელჭექით.  

ჰაერის ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში 18-19 გრადუსი იქნება. 

სპეციალისტების განცხადებით  აღმოსავლეთ საქართველოში 8 ივნისიდან გამოიდარებს. 

 

 

დღის ამბები