დარიალის ხეობაში მდინარეების ადიდებისა და ხევების დატბორვის საფრთხე არსებობს. ამის შესახებ "რუსთავი 2"- თან საუბრის დროს გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ირაკლი მეგრელიძემ განაცხადა.
მეგრელიძე ამბობს, რომ რეგიონში მიმდინარე პროცესების შესახებ სააგენტომ კრიზისების მართვის საბჭოს, სამაშველო სამსახურს და საგზაო დეპარტამენტს უკვე მიაწოდა შესაბამისი ინფორმაცია.
"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით დევდორაკის ხეობაში იმყოფებიან სპეციალისტები, რომლებიც ადგილზე სწავლობენ ვითარებას და 24 საათიან რეჟიმში სპეციალურ ანგარიშს გარემოს ეროვნულ სააგენტოს აწვდიან.
სწორედ მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციიდან გამომდინარე დარიალის ხეობაში ხვალ საღამოს 19:00 საათიდან ავტოტრანსპორტის გადაადგილება ზეგ დილის 07:00 საათამდე შეწყდება.
სინოპტიკოსები კი მომდევნო ორი დღის განმავლობაში ძლიერ წვიმას და ქარს პროგნოზირებენ.