პრეზიდენტის ადმინისტრაციის დაფინანსებით აფხაზეთის ვირტუალური არქივი შეიქმნა.
პროექტი მიზნად ისახავს აფხაზეთით დაინტერესებული პირებისთვის ვირტუალური სივრცის შექმნას, სადაც ნებისმიერი მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ინფორმაცია იქნება განთავსებული. არქივში დაცულია ფოტო - ვიდეო ხელნაწერი და საოჯახო არქივები.
ისტორიკოსმა, ლიტერატურის მუზეუმის დირექტორმა ლაშა ბაქრაძემ იმედი გამოთქვა, რომ ვებგვერდი იქნება ძალიან სერიოზული ნაბიჯი იმ პრობლემებზე სასაუბროდ, რომელიც აქვს საქართველოსა და აფხაზურ მხარეს.
მისივე თქმით, პროექტში დევნილების მონაწილეობაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.