ბერძენი ბიზნესმენი, რომელსაც წლების განმავლობაში საქართველოში სხვადასხვა დასახელების მედიკამენტები შემოჰქონდა ჯანდაცვის სამინისტროს უჩივის.
კომპანია ”არგოფარმა საქართველოს” ხელმძღვანელი ამბობს, რომ მინისტრის გადაწყვეტილებით მედიკამენტების შემოტანის უფლება გაურკვეველი მიზეზით შეუზღუდეს. უცხოელი მეწარმე აცხადებს რომ მსგავსი პრობლემები სხვა კომპანიებსაც შეექმნათ.
მოულოდნელად შეწყვეტილ ხელშეკრულებაზე საუბრობს ბერძენი მეწარმის ქართველი მეუღლეც.
რეგულირების სააგენტოში აცხადებენ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში არანაირი რეგულირება არ შეცვლილა და უწყებამ კანონით იმოქმედა. მათი თქმით ქვეყანაში თუნდაც განსხვავებული შეფუთვით შემოტანილ მედიკამენტზე მისი მწარმოებლის ან ლიცენზიის მქონე კომპანიის დასახელება უნდა იყოს მითითებული.
ბერძენი ბიზნესმენი სასამართლოში სარჩელის შეტანას გეგმავს.
ავტორები: ეკა გაგუა, გიორგი კვიწინაძე, ნიკა ლეჟავა, ზვიად იგრიაშვილი.