არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტს, პრემიერსა და პარლამენტის სპიკერს საგანგებო მიმართვას უგზავნიან.
მათი განცხადებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში ავტოსაგზაო შემთხვევებს რიცხვმა იმატა და სათანადო ღონისძიებების გატარებაა აუცილებელი.
10-მდე არასამთავრობო ორგანიზაცია საგზაო უსაფრთხოების სფეროში სანქციების გამკაცრებას, სახიფათო ადგილების იდენტიფიცირებასა და ტექდათვალიერების შემოღებას ითხოვს.
მათ მოსახლეობას სიჩქარის კონტროლისა და საგზაო მოძრაობის სხვა წესების დაცვისკენ მოუწოდეს.