03 ოქტომბერი 2024,   17:25
ვრცლად
"ძალიან დიდი ხმა იყო, სავარაუდოდ, „ლიმონკა“ შეაგდეს," - თვითმხილველები აფეთქების დეტალებს იხსენებენ

აფეთქება ვაზისუბანში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ლევან იზორიას მშობლების სახლთან მოხდა. ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა ყოფილი პოლიციელის - ვალიკო დევრისაშვილის ავტომობილი ააფეთქეს.

ადგილობრივები აცხადებენ, რომ მათ ძლიერი აფეთქების ხმა გაიგეს.

„ძალიან დიდი ხმა იყო. სავარაუდოდ, „ლიმონკა“ შეაგდეს და ააფეთქეს მანქანა,“ - ამბობენ თვითმხილველები „კურიერთან“ საუბრისას.

„კურიერის“ გადამღები ჯგუფი ლევან იზორიას მშობლების სახლშიც იმყოფებოდა. იზორიების სახლში მხოლოდ ოჯახის დიასახლისი იმყოფებოდა.

„მე ლევან იზორიას დედა ვარ, აქ არ ცხოვრობს, სტუმრად მოდის ხოლმე,“ - განაცხადა შს მინისტრის მოადგილის დედამ "კურიერთან" საუბრისას.

მომხდართან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, რომელიც სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას გულისხმობს. შემთხვევის ადგილზე მუშაობა უკვე დაასრულეს ექსპერტ- კრიმინალისტებმა და გამნაღმველებმა.  

ამავე თემაზე
დღის ამბები