ძლიერმა წვიმამ და სეტყვამ თიანეთის მუნიციპალიტეტის 35 სოფლი დააზარალა. სეტყვამ ადგილობრივებს მოსავალი გაუნადგურა და სახლები დაუზიანა. სტიქიისგან თიანეთის მუნიციპალიტეტში დაზიანდა სოფლებში მისასვლელი გზებიც.
თიანეთის მუნიციპალიტეტში უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც ზარალს ითვლის.
გამგებელი არ გამორიცხავს, რომ რაიონს ცენტრალური ხელისუფლებიდან ფინანსური დახმარება დასჭირდეს.
ავტორი: დავით ქაშიაშვილი