20 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
დატბორილი სახლები და სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები-ძლიერმა წვიმამ შიდა ქართლი დააზარალა

გვიან ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ გორის რაიონი დააზარალა. გორიჯვრისა და დნავისი-ოლოზის მიმართულებით მთიდან ჩამოვარდნილმა ქვა-ღორღმა სამანქანო გზა დააზიანა.  ამ წუთებში ადგილზე მძიმე ტექნიკა მუშაობს.  

გარდა ამისა დატბორილია შავშვების დევნილთა კომპაქტური ჩასახლების ტერიტორია, სადაც ადგილობრივებს წყალი საცხოვრებელ სახლებში შეუვარდა.  სოფელ სკრის მიმართულებით კი დატბორილია სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთები.

ზარალის ოდენობა ამ დრომდე უცნობია. დაზარალებულ ტერიტორიებზე მუშაობენ ადგილობრივი გამგეობის წარმომადგენლები.  

სტიქიური წვიმა შიდა ქართლში უკვე მთელი კვირაა გრძელდება. 

დღის ამბები