კოკისპირული წვიმისგან და სეტყვისგან დაზარალებული დუშეთისა და მცხეთა-თიანეთის სოფელებში ზარალს ითვლიან.
მთლიანად დაიტბორა გზის სავალი ნაწილი, ასევე მოსახლეობის ნაკვეთები და სავარგულები. ნიაღვარი საცხოვრებელი სახლების სარდაფებშიც შევარდა. სტიქიამ გაანადგურა ნათესები და საყოფაცხოვრებო ნივთები. წვიმას ძლიერი სეტყვაც დაერთო. ძლიერი წვიმის გამო, მდინარე ხევი ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა, რამაც რამდენიმე სოფლის მთლიანად დატბორვა გამოიწვია. ადგილობრივი მოსახლეობა დამცავი ჯებირების აგების მნიშვნელობაზე საუბრობს.
მეტეოროლოგები აღმოსავლეთ საქართველოში უახლოეს დღეებში ისევ წვიმას ელოდებიან.