20 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
ძლიერმა ქარმა თელავის რაიონში საცხოვრებელი სახლის ნაწილი დაანგრია

ძლიერი ქარის შედეგად, თელავის რაიონის სოფელ ქვემო ხოდაშენში, საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჩამოინგრა. სტიქიის შედეგად, ახვერდაშვილების ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.

დაზარალებულების თქმით, წვიმა და ძლიერი ქარი შუაღამისას დაიწყო, სტიქია იმდენად ძლეირი იყო, რომ ორსართულიანი სახლის ნახევარი ჩამოიშალა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე იმყოფებოდა თელავის მუნიციპალიტეტის გამგებელი. ის დაზარალებულ ოჯახს დახმარებას დაპირდა.

დღის ამბები