2 დღიანი წვიმისა და სეტყვის შედეგად თიანეთში მოსახლეობა მოსავლის გარეშე დარჩა. ადგილობრივები ამბობენ, რომ სეტყვამ მოსავალი სრულად გაუნადგურა.
ძლიერ წვიმასთან და სეტყვასთან ერთად რეგიონში ძლიერი ქარიც დაემატა, რის გამოც დაზიანებულია ადმინისტრაციული შენობებიც.
რეგიონში უკვე შექმნილია სპეციალური კომისიაც, რომელიც ზარლის ოდენობას დაითვლის.
თიანეთში "კურიერის" გადამღები ჯგუფი აგრძელებს მუშაობას და მოვლენათა განვითარების შესახებ დამატებით დეტალებს მოგაწვდით.