მარათონთან დაკავშირებით დღეს დედაქალაქის გარკვეულ ქუჩებზე მოძრაობა ნაწილობრივ იზღუდება. 15:00 საათამდე შეზღუდული იქნება მოძრაობა თავისუფლების მოედნის მიმართულებით მიცკევიჩის, პეკინის, კოსტავას ქუჩებსა და რუსთაველის გამზირის გზის სავალ ნაწილზე. ამ პერიოდში, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ვაკიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით განხორციელდება საბურთალოს, გმირთა მოედნისა და მარჯვენა სანაპიროს გავლით.
სადგურის მოედნიდან ბარათაშვილის ქუჩის მიმართულებით მოძრაობა განხორციელდება გმირთა მოედნისა და მარჯვენა სანაპიროს გავლით. ხოლო სადგურის მოედნიდან ვაკის მიმართულებით მოძრაობა განხორციელდება გმირთა მოედნის ესტაკადის გავლით.