20 ნოემბერი 2024,   22:22
ვრცლად
"დაისაჯოს ოქროპირიძე," - საპროტესტო აქცია მრგვალ ბაღში [ფოტო]

"დაისაჯოს ოქროპირიძე," - ამ ლოზუნგით ამ წუთებში მრგვალ ბაღში საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. აქციას მოკლული ლაშა მახარაძის ოჯახის წევრები და მეგობრები მართავენ. 

ისინი აცხადებენ, რომ ლაშა მახარაძე  გიორგი ოქროპირიძემ მოკლა და მან ამისთვის პასუხი უნდა აგოს. 

აქციის მონაწილეების მოთხოვნით მახარაძის მკვლელობის საქმეზე გადაწვყეტილება უნდა მიიღოს მოსამართლემ და არა ნაფიცმა მსაჯულებმა, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ საბოლოო განაჩენი ვერ გამოიტანეს.

ლაშა მახარაძის ოჯახის წევრები იმასაც განმარტავენ, რომ გიორგი ოქროპირიძეს წინასწარი პატიმრობის ვადა  ეწურება და მიმართავენ სამართალდამცველ ორგანოებს დროულად დაიწყოს იმ საქმეების შესწავლა, რაზეც ოქროპირიძეს წლების განმავლობაში ედავებოდნენ. 

ლაშა მახარაძის მეგობრებმა და ოჯახის წევრებმა დღესვე ამ მოთხოვნებთან დაკავშირებით ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს, რომელსაც შემდგომ სამთავრობო სტრუქტურებში გადააგზავნიან. 

 

 

 

დღის ამბები