ნინო გვენეტაძე მეორე დღეა ბათუმში დასავლეთ საქართველოს მოსამართლეებს ხვდება.
ისინი იმ საკანონმდებლო ცვლილებებზე მსჯელობენ, რომელიც მართლმსაჯულების რეფორმის მესამე ეტაპის ფარგლებში უნდა განხორციელდეს.
დღეს აქცენტი იუსტიციის უმაღლესი სკოლის შესახებ კანონპროექტში შესატან ცვლილებაზე გაკეთდა.
მოსამართლეების მოთხოვნის შესაბამისად, იუსტიციის სკოლის მსმენელებს საშუალება ექნებათ თეორიული და პრაქტიკული კურსი როგორც დღის, ასევე ღამის საათებში გაიარონ.
"დიდი მოთხოვნა არის, რომ სწავლების ორი ფორმა იყოს შემოღებული დილის და საღამოს. ამ საკითხებზე ვსჯელობთ და საბოლოო გადაწყვეტილებას მივიღებთ,"- აცხადებს ნინო გვენეტაძე.