"დავაბრუნოთ ღიმილი ნაომარ ქალაქში" - ამ ლოზუნგით გორში უკვე მეორე წელია კომედიის ფესტივალი იმართება.
ფესტივალს დღეს გორის თეატრში მარჯანიშვილის თეატრის მსახიობები სპექტაკლით "მთვრალი ალუბლით" გახსნიან.
ჩვენების დასრულების შემდეგ გორის ციხიდან ფოიერვერკს გაუშვებენ.
დილიდან კი მსახიობები ქალაქში ფლეშმობებსა და წარმოდგენებს მართავენ და მოქალაქეებს ფესტივალში მონაწილეობის მისაღებად ეპატიჟებიან.
ფესტივალი 21 ივნისს საზეიმოდ დაიხურება.