20 ნოემბერი 2024,   22:34
ვრცლად
აქცია გურიაში - ფერმერები "ქართუსა" და "ირაოს" წინააღმდეგ გამოდიან

გურიაში, ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში ფერმერთა აქცია მიმდინარეობას. 30-მდე ფერმერი ამბობს, რომ სადაზღვეო კომპანიებმა "ქართუმ" და "ირაომ" გაფორმებული ხელშეკრულება დაარღვიეს და ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულეს. 

აქციაზე შეკრებილთა განცხადებით, შარშან შემოდგომაზე კომპანია "ქართუმ" ადგილზე ასეულობით ფერმერთან გააფორმა ხელშეკრულება, რის თანახმადაც თითოეულმა მათგანმა 1000 მეტრის ფართობზე 6 ლარი გადაიხადა.

ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ნატანებში, შრომაში, თხინვალში, კონჭკათსა და მერიაში მცხოვრებ მეციტრუსეთა პლანტაციები სამჯერ დაისეტყვა და ადგილობრივები მოსავლის გარეშე დარჩნენ, სადაზღვევო კომპანიამ კი, როგორც ისინი აღნიშნავენ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე უარი განაცხადა და მათთვის დღემდე ზარალი არავის არ აუნაზღაურებია.

როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მიუხედავად კომპანიის ხელმძღვანელობასთან მათი მხრიდან დაკავშირების რამდენიმე მცდელობისა, კონტაქტზე დღემდე არავინ გამოსულა. აქციის მონაწილეების მტკიცებით მათ მიმდინარე წლის დასაწყისში შემთხვევით გაიგეს, რომ კომპანია "ქართუს" უფლებამოსილება "ირაოსთვის" გადაუბარებია.

როგორც ფერმერები განმარტავენ მათ ამ დრომდე არც "ირაოს" წარმომადგენელი დაკავშირებიათ.

დაზარალებული ფერმერები აცხადებენ, რომ ისინი ორივე კომპანიის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელს შეიტანენ.



დღის ამბები