სათვალთვალო კამერამ 24 მაისს ოზურგეთის რაიონში რესტორან "თამარიონთან" ის კადრები გადაიღო, სადაც ჩანს თუ როგორ აკავებენ პოლიციის თანამშრომლები რამდენიმე პიროვნებას.
ნოდარ სირაძე ერთ–ერთია იმ დაკავებულებიდან, ვინც მისივე განცხადებით 24 მაისს კრიმინალური პოლიციის თანამშრომლებმა გაურკვეველი მიზეზებით დააკვეს.
ის ყვება, რომ სამართალდამცველებმა მას ფიზიკური და სიტყვირი შეურაცხყოფაც მიაყენეს.
მასთან ერთად დააკეავეს ასევე ნაციონალური მოძრაობიდან მაჟორიტარობის ყოფილი კანდიდატის, შალვა თავდიშვილის ძმა, ბექა თავდიშვილი.
დაკავებულის ინფორმაციით მათ არ აუხსნეს დაკავების მიზეზები, მოგვიანებით კი ხულიგნობის ბრალი წაუყენეს და 300 ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლეს.
სათავლთავლო კამერებიდან ამოღებული ვიდეომასალა საქმეში ერთ–ერთ მტკიცებულებად დევს. დაკავებულების ადვოკატი ამბობს, რომ ქორწილის მეორე დღეს, რესტორანში მყოფ ახალგაზრდებს, პოლიცია გაურკვეველი მიზეზებით თავს დაესხა.
კახა ჩავლიშვილის ინფორმაციით, საქმეში ბევრი უზუსტობაა, პოლიციამ კი ფიზიკური შეურაცხყოფა ადგილზე დაახლოებით 6 ადამიანს მიყენა, მათ შორის თავდიშვილის მეუღლეს.
მომხდარის შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელბი კომენტარს არ აკეთებენ, საქმეზე სასამართლო პროცესი 10 ივსისს გაიმართბა.
ავტორი: თამარ ბაღაშვილი