გასულ კვირას პატარა გოგონა ზესტაფონში გააუპატიურეს, თბილისში კი არასრულწლოვანს სექსი შესთავაზეს. ბოლო დროს კი ასეთი შემთხვევები არა მხოლოდ საქართველოში, მსოფლიოშიც ბევრია.
ამ მოვლენებიდან გამომდინარე "პოსტსკრიპტუმმა" ექსპერიმენტის ჩატარება გადაწყვიტა იმის გასაგებად თუ რამდენად მარტივად ენდობა ბავშვი უცხო ადამიანს.
ექსპერიმენტისას გადამღები ჯგუფი არაერთ მშობელს გაესაუბრა. მათი დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ მათი შვილები უცხო ადმიანს არ გაჰყვებიან, თუმცა უმრავლესობამ გადაღებაზე და ექსპერიმენტზე უარი თქვა, რაც რეალური სურათის ასახვას ართულებს.
ფაქტია, რომ "პოსტსკრიპტუმის" მიერ გადაღებული ბავშვების ნახევარი უცხო ადამიანთან კონტაქტში ადვილად შევიდა, საფრთხე კი შესაძლოა მათთვის ნაცნობი პიროვნებისგანაც მოდიოდეს.
ბავშვთა გატაცებისა და პედოფილიის მაღალი მაჩვენებლის, ასევე ბავშვებით მნიპულირებისა და სხვა უამრავი რისკის გამო, ვიდეოესქპერიმენტი არარეთხელ ჩაატარეს ამერიკულმა და რუსულმა ტელეარხებმა, ორივე შემთხვევაში შედეგი დასაფიქრებელია, ბავშვეის უმრავლესობა უცნობს ადვილად მიჰყვება.
ავტორი: გვანცა სუთიძე