03 ოქტომბერი 2024,   17:21
ვრცლად
სოფელ მოხეს მოსახლეობა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს ცრუ დაპირებების მიცემაში ადანაშაულებს

სოფელ მოხეს მოსახლეობა სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორს ცრუ დაპირებების მიცემაში ადანაშაულებს. მათი თქმით, რწმუნებული წინასაარჩევნო კამპანიის დროს მათთან შესახვედრად იმყოფებოდა და პირობა მისცა, რომ, გამარჯვების შემთხვევაში, ყოფილი მეჩეთის შენობა ადგილობრივი მუსლიმების საკუთრება გახდებოდა.

მხარის გუბერნატორმა მის მიმართ გამოთქმულ ბრალდებებზე კომენტარი არ გააკეთა. აკაკი მაჭუტაძე ცოტა ხნის წინ ადგილობრივ მუფთთან გამართულ შეხვედრას იხსენებს და ამბობს, რომ საბოლოო შეთანხმება შენობაში მხოლოდ ბიბლიოთეკის მოწყობაზე შედგა. მხარის რწმუნებული ასევე განმარტავს, რომ მუფთის მოთხოვნა სადავო შენობაში მისთვის რეზიდენციის გაკეთება იყო, რაზეც მას უარი უთხრა და საბოლოოდ, ისინი მოხეში არსებული მეჩეთის ტერიტორიაზე ახალი რეზიდენციის აშენებაზე შეთანხმდნენ.

ახალციხის პოლიციის სამმართველოსთან კი ამ დრომდე ხალხმრავლობაა. ადგილობრივები დაშლას არ აპირებენ. მუსლიმი მოსახლეობა სოფელ მოხეში დაკავებულების უპირობოდ გათავისუფლებას ითხოვს.

14 დაკავებულიდან 3-ზე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული და ისინი ბორჯომის პოლიციაში არიან, დანარჩენი 11 კი ახალციხის რაიონულ პოლიციაში რჩება.

დაკავებულების სანახავად ადგილზე მივიდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებიც. თუმცა პოლიციის შენობაში შესვლამდე ისინი  ვითარების შესწავლას გეგმავენ.

 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები