03 ოქტომბერი 2024,   17:23
ვრცლად
ჯანდაცვის სამინისტრომ ფარმაცევტულ დაწესებულებაში სამართალდარღვევის ფაქტები გამოავლინა

სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში 11 ფარმაცევტულ დაწესებულებაში სამართალდარღვევის ათამდე ფაქტი გამოავლინა, მათ შორის რეცეპტის გარეშე წამლების გაცემის შემთხვევებიც.

ჯანდაცვის სამინისტროს ფარმაცევტული დეპარტამენტის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი დავით მაჭარაშვილი აღნიშნავს, რომ მიუხედავად გამოვლენილი ფაქტებისა, წელს სამართალდარღვევების რაოდენობა არ მომატებულა. მონიტორინგი კი გაიზარდა.

2014 წლის განმავლობაში სულ შედგენილია 164 სამართალდარღვევის ოქმი. 

დღის ამბები