04 სექტემბერი 2026,   23:44
ვრცლად
ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 102 წლის მოხუცი მკურნალობს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 102 წლის მოხუცი მკურნალობს. ის ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარია. კლინიკის სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, მოხუცის მდგომარეობა სტაბილურია.

ქუთაისის ინფექციურ კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით ინფიცირებული ერთი და ორი თვის ჩვილებიც გადიან მკურნალობას.

"ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 76 პაციენტი, საიდანაც 10 ახალია. 4 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

11 პაციენტის მდგომარეობა მძიმე, დანარჩენები მდგომარეობა კი  საშუალო სიმძიმის არის. ასევე გვყავს ერთი და ორი თვის ჩვილებიც,"- განაცხადა ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს  სამედიცინო მენეჯერმა, ნოდარ მაღლაფერიძე.  

დღის ამბები