სტიქიამ ზუგდიდის რაიონის სოფელი ოქტომბერი და მიმდებარე სოფლებიც დააზარალა.
ძლიერი ქარის გამო სოფლის მოსახლეობის უმეტესობას თხილის მოსავალი თითქმის მთლიანად გაუნადგურდა. მათი დიდი ნაწილისთვის ეს ერთადერთი შემოსავლის წყარო იყო.
ძლიერი ქარი სოფელ ოქტომბერში მთელი დღის განმავლობაში გრძელედებოდა.
შეგახსენებთ, რომ ამინდის გაუარესებამ და ძლიერმა სეტყვამ, წვიმამ და ქარმა საქართველოს სხვადასხვა რეგიონების ათობით სოფელი დააზარალა.