20 ნოემბერი 2024,   22:25
ვრცლად
"საქართველოში დიქტატურა და რეპრესიები დაიწყო,"- გიორგი ოქროპირიძის დედა

"საქართველოში დიქტატურა და რეპრესიები დაიწყო,"-  ამ განცხადებას "რუსთავი 2"- თან საუბრისას გიორგი ოქროპირიძის დედა აკეთებს. 

ცირა გოდერძიშვილი ამბობს, რომ საქმე რომელზეც პროკურატურამ დღეს მის შვილს ბრალი წაუყენა რამდენიმე თვის წინ დაიხურა და კონკრეტული გადაწყვეტილებაც არის მიღებული. გოდერძიშვილი ამბობს, რომ მას ამის დამადასტურებელი საბუთებიც გააჩნია. 

"საქართველოში დაიწყო დიქტატურა და რეპრესიები. ეს არის ზეწოლა სასამართლოზე. სახელმწიფო ღარიბაშვილი და ბიძინა კრიმინალები არიან. 22 სექტემბერს ჩემს შვილს გუანტანამო მოუწყვეს და ამაზე უკვე დასრულებულია მოკვლევა, ეს რა გააკეთეს ეს ბრალი ხომ სისულელა,"- აცხადებს გიორგი ოქროპირიძის დედა ცირა გოდერძიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დღეს გიორგი ოქროპირიძეს ახალი ბრალი წარუდგინეს. განცხადაბა ამის შესდახებ პროკურატურამ ცოტა ხნის წინ გაავრცელა.   

დღის ამბები