20 ნოემბერი 2024,   22:39
ვრცლად
მერიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების სახელფასო დანამატების ზრდას ნაციონალური მოძრაობა აპროტესტებს

თბილისის ყოფილი ვიცე-მერი "კურიერთან" სატელეფონო საუბარში ადასტურებს, რომ "თბილისის მეწარმეობის ხელშეწყობის ცენტრის" თანამშრომლები შრომის ანაზღაურებასთან ერთად დანამატებს იღებენ.

ალექსანდრე მარგიშვილი ამბობს, რომ ცენტრის ხელშეკრულებით აყვანილი თანამშრომლების შრომის ანაზღაურების ფონდი სახელფასო დანამატთან ერთად 450 ათას ლარს შეადგენს.

მერიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების სახელფასო დანამატების ზრდა საგანგებო ბრიფინგზე ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გააპროტესეს. ბრალდებებს უარყობს თბილისის მერის ყოფილი მოადგილე და "თბილისის ევროპული ახალგაზრული ცენტრის" ამჟამინდელი ხელმძღვანელი ალუდა გოგლიჩიძე.

სახელფასო დანამატებთან დაკავშირებით განმარტებების გაკეთება დღეს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელსაც მოუხდა. ოპოზიციის მტკიცებით, თემურ თოლორდავამ და საგენტოს მაღალი თანამდებობის პირებმა სახელფასო დანამატები თანამშრომლების პრემიების შემცირების ხარჯზე გაიზარდეს. 

მერიის მიერ დაფუძნებული ორგანიზაციების სახელფასო დანამატების ზრდასთან დაკავშირებით დღეს მერიაში კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

ავტორები: ირინა კეჭაყმაძე, გიორგი ცანავა, მამუკა დათიაშვილი. 

 

ამავე თემაზე
დღის ამბები