03 ოქტომბერი 2024,   17:30
ვრცლად
ადიგენში დაკავებული 11 პირის სასამართლო სხდომა 18:00 საათზე გაიმართება

ადიგენში ადმინისტრაციული წესით დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი 18:00 საათზე გაიმართება. სასამართლო სხდომა ახალციხის საქალაქო სასამართლოში შედგება. აჭარის მუფთი აცხადებს, რომ, მისი ინფორმაციით, თერთმეტივე დაკავებულს სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლებენ.

ადიგენის რაიონის სოფელ მოხეში საპროტესტო აქციის დროს დაკავებული 3 პირი კი ბორჯომის რაიონის სამმარათველოშია გადაყვანილი. მათ პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა ედებათ ბრალად. დაკავებულთა ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები იცავენ. იურისტები საქმის გასაცნობად ადიგენის პოლიციაში იმყოფებიან.

ახალციხის პოლიციის სამმართველოსთან კი ამ დრომდე ხალხმრავლობაა. ადგილობრივები დაშლას არ აპირებენ. მუსლიმი მოსახლეობა სოფელ მოხეში დაკავებულების უპირობოდ გათავისუფლებას ითხოვს.

ამავე თემაზე
დღის ამბები