09 სექტემბერი 2026,   13:59
ვრცლად
"ლეიბორისტები" თამარ ჟვანიას და საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების წინააღმდეგ გამოძიების დაწყებას მოითხოვენ

დაიწყოს გამოძიება თამარ ჟვანიას და საოლქო საარჩევნო კომისიების თავმჯდომარეების წინააღმდეგ, - ამ მოთხოვნით "ლეიბორისტულმა პარტიამ" გენერალურ პროკურატურაში საჩივარი შეიტანა. ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ფიქრობენ, რომ არჩევნები გაყალბდა და ყველა დამნაშავემ პასუხი კანონის შესაბამისად უნდა აგოს.

"საქართველოში არ ყოფილა არჩევნები, ეს იყო მასობრივი კრიმინალური აქტი, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის მიერ ჩადენილი საქართველოს მოქალაქეთა თავისუფალი ნების წინააღმდეგ. ბორკილები უნდა დაედოს თამარ ჟვანიას და მის მონებს, თავად თამარ ჟვანია კი ივანიშვილის მონა გახლავთ," - აცხადებს "ლეიბორისტული პარტიის" წევრი ლაშა ჩხარტიშვილი.

დღის ამბები