04 სექტემბერი 2026,   22:35
ვრცლად
7267 საწოლის მობილიზების რესურსი გვაქვს - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რომ სახელმწიფოს 68 კლინიკაში 7267 საწოლის მობილიზების რესურსი აქვს. 

მისივე განცხადებით, ძალიან მნიშვნელოვანია პენსიაზე გასული სამედიცინო პერსონალისა და სტუდენტების ჩართვა კორონავირუსის მართვაში, რასაც სახელმწიფო ეტაპობრივად ახორციელებს. 

"დღეს კლინიკაში განთავსებული გვყავს 4223 ადამიანი. 359 ადამიანი იმყოფება ტრიაჟჟში და ამ მომენტისთვის კოვიდისთვის მობილიზებული საწოლფონდი 68 კლინიკაში არის 5116 საწოლი, თუმცა ამ კლინიკების ბაზაზე, დამატების გარეშე, ჩვენ გვაქვს რესურსი 7267 საწოლის მობილიზების. ჯანდაცვის სამინისტრო კვლავ განაგრძობს მუშაობას რომ გაიზარდოს საწოლფონდის მოცულობა და კლინიკების ჩართულობა, მაგრამ, მნიშვნელოვანია და საყურადღებოდ რჩება ადამიანური რესურსი, რომელიც გაზაფხულიდან ვიცით, რომ გვყავს განსაზღვრული რაოდენობით და ყველაზე კრიტიკულია, სწორედ სამედიცინო პერსონალის მობილიზება. საკმაოდ გვეხმარებიან პაციენტების მართვაში ჩვენი სტუდენტები, რომლების გადამზადებაშიც ჯანდაცვის სამინისტროს დაეხმარა განათლების სამინისტრო, რისთვისაც მინდა მათ მადლობა გადავუხადო.

მადლობა მინდა გადავუხადო ყველა იმ სტუდენტს, ვინც გამოთქვა მზადყოფნა მოხალისედ ჩართულიყო ამ უხილავ მტერთან ბრძოლაში. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პენსიონერი ექიმების ჩართულობა. მათი მხრიდანაც გვაქვს გამოხმაურება და ჩვენ სპეციალური ბაზებით მათი საკონტაქტო ინფორმაცია და მათი რესურსიც აქტიურადაა გამოყენებული სახელმწიფოს მხრიდან. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დამატებითი მობილიზება ყველა იმ სხვა პროფილის ექიმებისა, რომლებიც ფლობენ შესაბამის უნარ-ჩვევებს და შეუძლიათ პაციენტების მართვა,"-განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ. 

დღის ამბები