ფასტივალი „კაზანტიპის“ ჩატარებიდან თითქმის ერთი წლის შემდეგ იმავე ტერტორიაზე და ისევ ანაკლიის სანაპირო ზოლზე ამჯერად საფესტივალო ინფრასტრუქტურის მოწყობა საქართველოს ელექტრონული მუსიკის ფესტივალისთვის არის დაწყებული.
ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელი გიორგი სიგუა უკვე "ჯემის" ოგანიზატორია.
კომბინირებული ფესტივალი - მუსიკას და ხელოვნების სხვა დარგებს გააერთიანებს, ერთი კვირის განმავლობაში კი პროექტის ფარგლებში საქართველოს ელექტრონული მუსიკის ცნობილი შემსრულებლები ესტუმრებიან.
ქართულ მხარესთან და "ჯემ ფესტის" პრეზიდენტთან პრეტენზიები აქვს "კაზანტიპის" პრეზიდენტს. გიორგი სიგუას ახალ ინიციატივებს ნიკიტა მარშუნოკი სულ სხვა კონტექსტში განიხილავს და სოციალურ ქსელში - უკმაყოფილებას ღიად გამოხატავს.
ავტორები: სალომე ბენაშვილი, ემა გოგოხია, გიორგი კვიწინაძე.