ელისო ბოლქვაძის მუსიკალური ფესტივალი ევროპის ფესტივალების ასოციაციების წევრი გახდა. ორგანიზაციაში გაერთიანებულია ევროპის 40 ქვეყნის 100 -ზე მეტი პრესტიჟული ფესტივალი.
ასოციაციაში გაერთიანებით საქართველო ჩაერთვება საერთაშორისო პროექტებში, მონაწილეობას მიიღებს სხვადასხვა ფესტივალებში.
როგორც ელისო ბოლქვაძე ამბობს ასოციაციის წევრობა ქართველი მომღერლების საერთაშორისოდ აღიარებას შეუწყობს ხელს
"ეს ფესტივალი სერიოზული განაცხადი იქნება ქვეყნისთვის. ქვეყანაში ჩამოვა უფრო მეტი ტურისტი, გაიმართება ფესტივალები და ქართველი მომღერლებიც ჩავლენ სხვადასხვა ქვეყანაში. ამ ასოციაციის პრეზიდენტი კი საქართველოში სექტემბერში ჩამოვა და ბათუმში დაესწრება ფესტივალის მიმდინარეობას,"- აცხადებს ელისო ბოლქვაძე.