19 მაისი 2024,   15:46
ვრცლად
არჩევნებში გავიმარჯვე, 71 მილიონი კანონიერი ხმა მივიღე - დონალდ ტრამპი

მართალია დონალდ ტრამპს ჯერ საკუთარი მარცხი არ უღიარებია, თუმცა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უკვე მიანიშნებენ, რომ მათთვის ყველაფერი გასაგებია.

თავად დონალდ ტრამპმა კი ამ სიახლის შესახებ გოლფის მოედანზე, თეთრი სახლის მახლობლად შეიტყო და უკვე თეთრ სახლში დაბრუნების დროს მას გზად როგორც მისი მხარდამჭერები, ასევე მოწინააღმდეგეები შეხვდნენ.

"შენ დამარცხდი, ჩვენ გავიმარჯვეთ," - ასეთი ლოზუნგებით მიმართეს "დემოკრატებმა" მათ თეთრი სახლის გზაზე.

ამის შემდეგ დონალდ ტრამპმა "ტვიტერზე" დაწერა, რომ ეს არჩევნები არის გაყალბებული, რომ "რესპუბლიკელები" არ დაუშვეს ხმების დათვლის პროცედურაზე. დონალდ ტრამპი საკუთარ ოპონენტს აკრიტიკებდა იმის გამო, რომ ის ჩქარობდა საკუთარი თავის გამარჯვებულად გამოცხადებას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ "ტვიტერი" სწორედ რომ ტრამპის ანგარიშებს ბლოკავდა იმ შინაარსის განცხადების გავრცელების დროს, სადაც ამბობდა, რომ მან გაიმარჯვა.

"ხმების დათვლის სივრცეში დამკვირვებლები არ შეუშვეს. არჩევნებში გავიმარჯვე, 71 მილიონი კანონიერი ხმა მივიღე. ცუდი რამე მოხდა, რისი ნახვის საშუალებაც ჩვენს დამკვირვებლებს არ მისცეს. მსგავსი რამე აქამდე არ მომხდარა. ფოსტით მილიონობით ბიულეტენი გაუგზავნეს იმ ხალხს, ვისაც არასდროს მოუთხოვია ეს. 71 მილიონი ხმა! ეს აშშ-ს ისტორიაში წარმოუდგენელი შედეგია," - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

დღის ამბები