რა გავლენა აქვს მარიხუანას ადამიანის ჯანმრთელობაზე - ამ თემაზე ინფორმაციული ხასიათის შეხვედრა დღეს პარლამენტში იგეგმება. დისკუსია ფრაქცია ქართული ოცნება-კონსერვატორების ინიციატივით ტარდება.
შეხვედრაზე მიწვეული არიან დეპუტატები, ნარკოლოგები და საზოგადოების წარმომადგენლები. პარტიაში აცხადებენ, რომ დარგის სპეციალისტების მხრიდან მოხდება მარიხუანას ზეგავლენის შეფასება ადამიანის ჯანმრთელობაზე.