19 მაისი 2024,   15:25
ვრცლად
"ჩვენ ეს შევძელით, ჯო!" - ვინ არის აშშ-ის პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია

პირველი  ქალი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტად - კამალა ჰარისი მსოფლიოს ყურადღების ცენტრშია.

56 წლის კალიფორნიელმა სენატორმა, რომელსაც, აფროამერიკული და სამხრეთ აზიური ფესვები აქვს, "ტვიტერზე“ გუშინ ვიდეო გააზიარა, რომელიც ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. კადრებში ჰარისი ჯო ბაიდენს ურეკავს და გამარჯვების შესახებ ამცნობს.

"ჩვენ ეს შევძელით, ჯო. შენ აშშ-ის პრეზიდენტი ხდები,“ - ამბობს კამალა ჰარისი ვიდეოში.

არჩეული ვიცე-პრეზიდენტის ქმარმა, ადვოკატმა დაფ ემჰოფმა, რომელიც აშშ-ის ისტორიაში პირველი "პირველი ჯენტლმენია", მოგვიანებით კამალა ჰარისთან ერთად გადაღებული ფოტო გააზიარა, კომენტარით "ვამაყობ შენით“.

ჰარისი და ემჰოფი 2014 წელს დაქორწინენენ, ისინი ორ შვილს ზრდიან, რომელიც ადვოკატს წინა ქორწინებიდან ჰყავს.

ამერიკის ვიცე-პრეზიდენტად არჩეული კამალა ჰარისი ბევრი ქალისთვის იმედისმომცემი აღმოჩნდა მას შემდეგ, რაც "დემოკრატების“ კანდიდატი, ჰილარი კლინტონი საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა დაამარცხა.

ჰარისი 1964 წელს დაიბადა, მისი მშობლები სამოქალაქო უფლების აქტივისტები იყვნენ. მისი დედა, შაიმალა გოპალანი ინდოეთიდან იყო, მამა - დონალდ ჰარისი კი იამაკიდან. მისმა მშობლებმა ერთმანეთი კალიფორნიაში, უნივერსიტეტში გაიცნეს, 1960-იან წლებში ისინი სამოქალაქო აქტივიზმში იყვნენ ჩართული.

როდესაც მშობლები დაშორდნენ, კამალა მცირეწლოვანი იყო, ის დედასთან დარჩა და სწორედ დედამ იქონია მის ცხოვრებაზე ყველაზე დიდი გავლენა.

წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში ჰარისმა არაერთხელ გაუსვა ხაზი საკუთარ ინდურ წარმოშობას. როდესაც ჯორჯიელმა სენატორმა, დევიდ პერდიუმ მას სახელის გამო დასცინა, "ტვიტერზე“ გაჩნდა უამრავი პოსტი ჰეშთეგით #MyNameIs, სადაც სამხრეთ აზიელები საკუთარი სახელების მნიშვნელობის შესახებ წერდნენ.

ჰარისი დემოკრატიულ პარტიაში ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში ერთ-ერთი გამოკვეთილი ფიგურა იყო. 2010 წელს ის კალიფორნიის გენერალურ პროკურორად აირჩიეს.

არჩეული პრეზიდენტი და ვიცე-პრეზიდენტი ფიცს 20 იანვარს დადებენ.

დღის ამბები