სოციალურად დაუცველთა დახმარების საკითხებზე იმსჯელებენ დღეს საკრებულოს სხდომაზე. საუბარი იქნება იმ მოქალაქეებზეც, რომლებსაც მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არ გააჩნიათ. დეპუტატები დღესვე საპრივატიზაციო სიაში შემავალ ობიექტებს განიხილავენ.
აქცენტი გაკეთდება იმაზეც, თუ როგორ გადანაწილდება 2015 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხა ახალგაზრდული სპორტული ღონისძიებებისთვის.
თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა - თბილისის თავმჯდომარემ ირაკლი აბესაძემ თბილისის მერიას მოუწოდა, საკრებულოში მსჯელობა იყოს იმ პრობლემებზე, რომლებიც საზოგადოებას აწუხებს.