03 ოქტომბერი 2024,   00:36
ვრცლად
უკრაინის აღმოსავლეთში შეტაკებები გრძელდება

უკრაინის აღმოსავლეთში კი შეტაკებები გრძელდება. პრორუსმა სეპარატისტებმა დღის განმავლობაში ხუთჯერ მიიტანეს იერიში ქალაქ მარინკაზე. დონეცკის ოლქში ნაღმზე 7 უკრაინელი ჯარისკაცი აფეთქდა.

ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ინფომრაციით, გასული დღეების განმავლობაში, დონეცკის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე 111 აფეთქება მოხდა. გაერო-ს ახალი მონაცემების მიხედვით კი, უკრაინაში იძულებით გადაადგილებულ პირთა რაოდენობამ მილიონ 300 ათასს გადააჭარბა.

 

დღის ამბები