20 ნოემბერი 2024,   22:29
ვრცლად
თავდაცვის უწყება ავეჯისა და ავტომანქანების ხარჯზე ბიუჯეტის ნახევარი მილიონი ლარით შემცირებას ვარაუდობს

თავდაცვის უწყება ავეჯისა და ავტომანქანების ხარჯზე ბიუჯეტის ნახევარი მილიონი ლარით შემცირებას ვარაუდობს.

როგორც თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელი აცხადებს, უწყება მზად არის, რომ ამ მიმართუელბით მოახდინოს კორექტირება.

„რადგან საუბარი არის ბიუჯეტის კორექტირებაზე, ჩვენ მზად ვართ, რომ ამ მიმართულებით მოვახდინოთ კორექტირება,“ - განაცხადა თინა ხიდაშელმა.

ამ მიმართულებით მნიშვნელოვან ცვლილებებს არ ელოდება გარემოს დაცვის მინისტრი. 

„ჩვენი სამინისტრო სახელმწიფო ბიუჯეტის თვალსაზრისით, არ არის ისეთი მდიდარი, რომ რაიმე არსებითი ცვლილება იქნას გამოწვეული, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ ავამოქმედოთ შიდა რეზერვების მექანიზმი,“ - განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

პრემიერის მიერ მიცემული კორექტირებული ბიუჯეტის წარდგენის ვადა ფინანსთა მინისტრს ხვალ ეწურება.

დღის ამბები