"არასამთავრობოებმა მოუხადონ ბოდიში ღარიბაშვილს,"- ეს განცხადება რამდენიმე წუთის წინ საქალაქო სასამართლოში მოკლული ლაშა მახარაძის დედამ ნინო დიდებულიძემ გააკეთა.
დიდებულიძე ფიქრობს, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებს საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ და ამბობს, რომ ირაკლი ღარიბაშვილს კანონი არ დაურღვევვია.
"არ უნდა მოხდეს მისი ციხიდან გამოშვება. იმედია სამართლიანი მოსამართლეა, ვიცი მე ეს მოსამართლე. აგრეთვე მინდა მოვუწოდო არასამთავრობოებს, ცოტა თავი შეიკავონ, ნუ შეყავთ ხალხი შეცდომაში. ღარიბაშვილს მოუდახდონ ბოდიში, მას არაფერი გვარი არ დაუსახელებია და არაფერი უდანაშაულობის პრეზუმფცია არ გააჩნია. ღარიბაშვილმა ცალსახად თქვა, რომ დამნაშავე უნდა დაისაჯოსო და არა გიორგი ოქროპირიძე. ამას მე ვამბობ, რომ ოქროპირიძე არ უნდა გამოუშვან," - აცხადებს ნინო დიდებულიძე.