ქუთაისის საფეხბურთო კლუბ "ტორპედოს" ფეხბურთელებს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელებს კორონავირუსი დაუდასტურდათ.
კლუბის აღმასრულებელი დირექტორის პაპუნა მელაძის ინფორმაციით, ვირუსი 12 ფეხბურთელს დაუდასტურდა, აქედან ორი უკვე გამოჯანმრთელდა, სხვები იზოლაციაში არიან. კორონავირუსის გამო კლუბმა რამდენიმე თამაში გააუქმა.
"ხუთ ფეხბურთელს ჰქონდა და ორი უკვე განოჯანმრთელდა, ბოლო ტესტებით ვირუსი დაუდგინდა 7 ფეხბურთელს. ისინი იზოლაციაში არიან. ვირუსი მქონდა მეც და უკვე დავამარცხე, ინფიცირებული იყვნენ ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლებიც. დისტანციურად ვმუშაობთ, გაგვიუქმდა ორი თამაში. ბათუმის გუნდი ჩამოსული იყო და მოუხდათ გაბრუნება" - განაცხადა პაპუნა მელაძემ.
მისივე თქმით, უცნობია ინფიცირების წყარო, რადგან სხვადასხვა ლოკაციაზე იყვნენ და არ იციან, სად შეიძლება მომხდარიყო დაინფიცირება.