19 მაისი 2024,   15:46
ვრცლად
მთიანი ყარაბაღის საკითხი მსოფლიო ლიდერების განხილვის თემაა

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას მიესალმება. ჟოზეფ ბორელის განცხადებით, მიღწეული შეთანხმება მხარეებს ადამიანური მსხვერპლის თავიდან აცილებაში დაეხმარება.

ყარაბაღის საკითხი განიხილეს სატელეფონო საუბრისას თურქეთისა და რუსეთის პრეზიდენტებმა. ერდოღანი და პუტინი ყარაბაღში კონფლიქტის დარეგულირების მიზნით მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

რუსეთს, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მიღწეულ შეთანხმებას გუშინ ერევანში არეულობა მოჰყვა. დემონსტრანტები მთავრობის სახლსა და პარლამენტის შენობაში შეიჭრნენ. სომხეთის პრემიერ-მინისტრის აპარატის ხელმძღვანელის განცხადებით, დაკავებულია აქციებში მონაწილე 6 პირი, მათ შორის ორი ადამიანი, რომლებიც პარლამენტის თავმჯდომარეზე თავდასხმაში მონაწილეობდნენ.

დღის ამბები