09 სექტემბერი 2026,   13:25
ვრცლად
შემაჯამებელი ოქმი ბათუმის ოლქში ხმაურის ფონზე მიიღეს

ხმაურის ფონზე მიიღეს შემაჯამებელი ოქმი ბათუმის ოლქში. პროცესის პარალელურად საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან საყვირების ხმა ისმოდა.

ოპოზიციის წარმომადგენლები საოლქო საარჩევნო კომისიის ოლქთან იყვნენ შეკრებილები და პროცესს აპროტესტებდნენ. მათი თქმით, არჩევნები გაყალბებულია და ოქმი რომელსაც კენჭი უყარეს არ არის ლეგიტიმური.

სხდომა პროტესტის ნიშნად დაწყებისთანავე დატოვა საოლქო კომისიის ოთხმა წევრმა "ნაციონალური მოძრაობიდან" და "ევროპული საქართველოდან". მათ საოლქო კომისიის თავმჯდომარე ხმების მოპარვაში და მმართველი გუნდის მითითებების შესრულებაში დაადანაშაულეს. საოლქო კომისიის თავმჯდომარე კი ბრალდებებს აბსურდულს უწოდებს.

დღის ამბები