03 ოქტომბერი 2024,   17:24
ვრცლად
ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოხეში დაკავებულებს ელოდებიან

რამდენიმე წუთში ახალციხის რაიონული სასამართლო სოფელ მოხეში დაკავებულების საქმის განიხილვას დაიწყებს.

დღეს სასამართლო 14 დაკავებულიდან 11 მათგანის საქმეზე იმსჯელებს. ისინი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ერთი მუხლით - წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით არიან დაკავებულები.

ადგილობრივი მოსახლეობა აცხადებს, რომ ვიდრე არ გაათავისუფლებენ თოთხმეტივე დაკავებულს და არ მოუხსნიან მათ ბრალს, აქცია გაგრძელდება. ძალაში რჩება მოთხოვნა ყოფილი მეჩეთის დემონტაჟის შეჩერების შესახებაც.

ახალციხის მუფთი აცხადებს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციით, 11 დაკავებულს, სავარაუდოდ, მალე გაათავისუფლებენ, დანარჩენ 3 პირს კი მოგვიანებით გაათავისუფლებენ. ბორჯომში გადაყვანილ დაკავებულებს გამოძიება პოლიციისთვის ჯგუფური წინააღმდეგობის გაწევას ედავება.

მათთან შესახვედრად დღეს ადგილზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელიც გაემგზავრა. 

ამავე თემაზე
დღის ამბები