19 მაისი 2024,   16:20
ვრცლად
COVID0-19-ით ინფიცირების მაჩვენებლის ზრდასთან ერთად მსოფლიოს ქვეყნები შეზღუდვებს ამკაცრებენ

COVID0-19-ით ინფიცირების მაჩვენებლის ზრდასთან ერთად, მსოფლიოს ქვეყნები შეზღუდვებს ამკაცრებენ.

დღეიდან, კვიპროსის ორ ქალაქში ნაწილობრივი კარანტინი ამოქმედდება და დაწესდება კომენდანტის საათი.

გადაადგილებაზე შეზღუდვები გაამკაცრა საბერძნეთმა, სლოვაკეთში კი საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდა.

რთული ეპიდსიტუაციაა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ტეხასი ქვეყანაში პირველი შტატია, სადაც ვირუსის შემთხვევების რიცხვმა მილიონს გადააჭარბა. ხვალიდან ნიუ-იორკის შტატში ბარების, რესტორნებისა და სავარჯიშო დარბაზების ფუნქციონირება დაშვებული მხოლოდ ღამის 10 საათამდე იქნება.

ინფიცირების მაჩვენებელმა მილიონს გადააჭარბა იტალიაშიც. უქმე დღეებში თვის ბოლომდე მკაცრ შეზღუდვებს აწესებს უკრაინის მთავრობა.

თურქეთში კი პირბადის ტარების წესის დაცვის მიზნით, ხალხმრავალ ადგილებში მოწევა იკრძალება. კორონავირუსის საწინააღმდეგო პოტენციური ვაქცინის 300 მილიონი დოზის შესასყიდად ევროკომისიამ შეთანხმება უკვე გააფორმა ამერიკულ და გერმანულ კომპანიებთან.

დღის ამბები