19 მაისი 2024,   15:55
ვრცლად
მექსიკაში ფემიციდის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა

მექსიკაში საპროტესტო აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. დემონსტრანტები ფემიციდის მზარდ შემთხვევებს აპროტესტებენ და სახელმწიფოს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების დასაშლელად რეზინის ტყვიები გამოიყენეს. მოვლენებს გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისარი გამოეხმაურა, რომელმაც დემონსტრანტების წინააღმდეგ გადაჭარბებული ძალის გამოყენება დაგმო, სახელმწიფოს კი გამოძიების დამოუკიდებლად წარმართვისკენ მოუწოდა.

მოსახლეობის პროტესტი 20 წლის გოგოს მკვლელობამ გამოიწვია, რომელსაც წამების კვალი აღენიშნებოდა.

დღის ამბები