19 მაისი 2024,   15:15
ვრცლად
12 ათასამდე გარდაცვლილი და 666 ათასი ინფიცირებული ბოლო 24 საათში - სახელმწიფოები დაწესებული შეზღუდვების გამკაცრებას განაგრძობენ

კორონავირუსით ინფიცირების რეკორდული რიცხვები გამოვლინდა მსოფლიოს მასშტაბით. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში 12 ათასამდე ადამიანი გარდაიცვალა, 666 ათასი კი დაინფიცირდა. ამ ფონზე უკვე დაწესებული შეზღუდვების გამკაცრებას განაგრძობენ რიგი სახელმწიფოები. პორტუგალიაში კომენდანტის საათი დამატებით 77 მუნიციპალიტეტში გამოცხადდა. თურქეთში კი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, ქუჩაში მოწევა აიკრძალა. 

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების ზრდასთან ერთად, ამერიკა და ევროპის ქვეყნები დაწესებულ შეზღუდვებს ყოველდღიურად ამკაცრებენ. ევროპა, წელს უკვე მეორედ, წითელი ზონაა. შესაბამისად, თითქმის მთელი კონტინენტის მასშტაბით, ე.წ. ლოქდაუნია გამოცხადებული.  

იტალიის მთავრობამ კი რეგიონები, ვირუსის გავრცელების ინტენსივობის მიხედვით, სამ ზონად დაყო და შესაბამისი სიმკაცრის შეზღუდვები დააწესა. კომენდანტის საათი მოქმედებს ქვეყნის თითქმის, ყველა რეგიონში.

ინფიცირების რეკორდული შემთხვევები დადასტურდა დიდ ბრიტანეთში. გაერთიანებული სამეფო, მეხუთე ქვეყანა გახდა, სადაც კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 50 000-ს გადააჭარბა.

პანდემია მასშტაბურია პოლონეთშიც. ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა მილიონს უახლოვდება. ინფიცირების შემთხვევები კვლავ იზრდება საქართველოს მეზობელ სახელმწიფოებშიც. 

  

დღის ამბები