03 ოქტომბერი 2024,   17:29
ვრცლად
ოთარ დანელიამ IPhone-6-ის საფასური ინფორმაციის გავრცელების შემდეგ პირადი ანგარიშიდან დაფარა

ოთარ დანელიმ IPhone-6-ის საფასური საზოგადოების აჟიოტაჟის შემდეგ პირადი ანგარიშიდან დაფარა. თუმცა დანელია აღნიშნავს, რომ აღნიშნული ტელეფონის შეძენისას მას კანონი არ დაურღვევია.

თურქეთში ოფიციალურ ვიზიტად მყოფმა სოფლის მეურნეობის მინისტრმა IPhone-6-ის შეძენის ფაქტთან დაკავშირებით განმარტება დღეს გააკეთა.

"მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ კონკრეტული პარამეტრის ტელეფონის შეძენა განპირობებული იყო სამსახურებრივი საჭიროებით და განხორციელდა კანონის სრული დაცვით, ამას საზოგადოების არაერთგვაროვანი რეაქცია მოჰყვა. აღნიშნული ტელეფონის საფასური უკვე დაფარულია ჩემი პირადი ანგარიშიდან, ვინაიდან თითოეული მოქალაქის აზრი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია," - განაცხადა ოთარ დანელიამ.

სოფლის მეურნეობის მინისტრის ოთარ დანელიას ახალ Iphone 6-ზე განმარტება უწყებამ 22 ოქტომბერს გააკეთა. სამინისტროში განაცხადეს, რომ ოთარ დანელიასთვის ათას 739 ლარად ღირებული მობილური ტელეფონი Iphone-6 15 ოქტომბერს შეიძინეს მას შემდეგ, რაც მინისტრის კუთვნილი Iphone-5 გაფუჭდა.

ამავე თემაზე
დღის ამბები