20 ნოემბერი 2024,   22:31
ვრცლად
უჩა ნანუაშვილი ოქროპირიძისთვის ახალი ბრალის წაყენებას ეხმაურება

ლაშა მახარაძის მკვლელობაში ბრალდებული გიორგი ოქროპირიძისათვის ახალი ბრალის წაყენებას სახალხო დამცველი გამოეხმაურა.

მისი შეფასებით, ომბუდსმენისთვის მიწოდებული ინფორმაცია წამებისა თუ არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, არ შეიძლება იყოს პატიმრის წინააღმდეგ მიმართული და გამოყენებული მის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საფუძვლად.

როგორც ომბუდსმენის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებში წერია, ასეთი ქმედება გარკვეულ რისკებს შეიცავს, რადგან ახალი ბრალის წაყენების შიშით, პატიმარმა შესაძლოა უარი თქვას მსგავსი ფაქტების გასაჩივრებაზე.

„გასული წლის სექტემბერში ოქროპირიძემ მოგვმართა არასათანადო მოპყრობის ფაქტთან დაკავშირებით, ის უჩიოდა კონკრეტულ პირებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. ჩვენ ამასთან დაკავშირებით მივმართეთ საქართველოს მთავარ პროკურატურას, გამოძიების დაწყების მოთხოვნით. გამოძიება ნამდვილად დაიწყო, თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ ის შეწყდა. ჩვენთვის დღეს გაუგებარია, რატომ მოხდა ხელახლა საქმის გამოძიება სხვა მუხლით, ანუ ცრუ დასმენის მუხლით, ეს აჩენს გარკვეულ კითხვებს,“ - განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები