ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსის 3 443 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირების შემთხვევათა საერთო რიცხვი ამ დროისთვის 89 395-ს შეადგენს.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 2370 ადამიანი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 5763, კოვიდ სასტუმროში კი 3435.
უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების რაოდენობა 41-ს შეადგენს.